დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონზე ზიპლაინის ატრაქციონების მოწყობისა და მათი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე პირობიანი
ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის შესაბამისად, გამარჯვებული ვალდებულია, რომ 355კვ.მ ფართზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, უზრუნველყოს ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი ოპერირება. ამასთან, მან უნდა განახორციელოს არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიცია.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოაწყოს მარტვილის კანიონში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი.
ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლების ვადად კი განისაზღვრება 20 წელი.
აუქციონში განაცხადები 25-დან 4 აპრილის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები