საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" კახაბერ გოგიჩაიშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს. ამავე ცნობით,
აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის, მესამე ტურის დასრულების შემდეგ მოხდა.
გოგიჩაიშვილმა ზუგდიდურ გუნდში ამ პოზიციაზე გიორგი თურმანიძე შეცვალა.
კახი გოგიჩაიშვილი წლების მანძილზე თბილისის „დინამო“-ს ღირსებას იცავდა და გარდა ამისა, მას არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში უთამაშია. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, კახი გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა, მანამდე კი დინამოელთა ამავე კლუბის 19-წლამდელებში მუშაობდა. ასევე, გოგიჩაიშვილი წვრთნიდა ლანჩხუთის "გურიას"-ს, ტყიბულის "მეშახტე"-ს და თბილისის „მარკ სტარს“-ის გუნდებს.
კახი გოგიჩაიშვილი ზუგდიდურ კლუბში მუშაობას დღეიდან შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები