„ავტოტესტცენტრი“ - კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის (ფოტო/ვიდეო) ®️
17:10 / 19.03.2019
ზუგდიდში, ჭითაწყარში, მომსახურების სააგენტოს შესახვევში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი მდებარეობს, რომელიც მომხმარებლებს კვირის გარდა ყოველდღე,
დილის 9-დან საღამო 8 საათამდე ემსახურება.
შპს „ავტოტესტცენტრის“ დირექტორის ზურაბ ჯღარკავას თქმით, ობიექტი მთლიანად ზუგდიდსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც ემსახურება, მათ შორის, მესტიას, ხობსა და წალენჯიხას. „ჩვენ ვატარებთ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას პროფესიონალურ დონეზე, მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ვიღებთ მანქანებს, ვახდენთ მათ იდენტიფიკაციას ბარათში მოცემულ მონაცემებთან, ვათვალიერებთ. მოწმდება გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, ხდება დაკიდების სისტემის დათვალიერება ორმოზე და მაშუქი ფარების ტესტირება. ამის შემდეგ ან ხარვეზდება ავტომობილი, ან გაივლის ტექ.დათვალიერებას. ხარვეზის შემთხვევაში კი შესაბამის ბარათში მიეთითება და მეორე ვიზიტზე თანხის გადახდის გარეშე გაივლის ინსპექტირებას“, - განმარტა ჯღარკავამ. ცენტრში მსუბუქ მანქანებს, სატვირთო-სპეციალიზებულ და ავტობუსის ტიპის ტრანსპორტის ტექ.დათვალიერებაა შესაძლებელი. მომსახურების ღირებულება კი 60 (M1,N1კატეგორიისთვის) და 100 ლარია (M2 კატეგორიისთვის).
ცენტრი გერმანული „ბოშის“ ფირმის დანადგარებით ფუნქციონირებს, რომლებიც შესაბამისი ნორმებით დაკალიბრებულია და როგორც ზურაბ ჯღარკავა ამბობს, უტყუარ ინფორმაციას იძლევა. ყოველდღიურად „ავტოტესტცენტრი" 60-მდე ავტომობილს იღებს. რიგების თავიდან ასაცილებლად კი მსურველებს მომსახურების ონლაინ დაჯავშნაც შეუძლიათ, რისთვისაც საიტს PTI.GE-ს უნდა ესტუმრონ და რეგისტრაცია გაიარონ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები