ზუგდიდში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს
დაბადებული თ.ბ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 14 შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები