ახალი ამბები
თენგო ჯგუშიამ გუბერნიის თანამშრომლებს ნარცისები დაურიგა (ვიდეო)
თენგო ჯგუშია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში ყვავილებით შევიდა და სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალს დაურიგა. მისი თქმით, დღეს არის "ბედნიერების დღე" და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწორედ ბედნიერების ინდექსზე უნდა იფიქროს.  

მან ასევე საკრებულოს ფოიეში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეს არის საზოგადოების შენობა და მას აქვს სურვილი აქედან მიმართოს მოსახლეობას. მას შესვლის ნება  დაცვამ არ დართო და უთხრა, რომ მის გუბერნიაში შესვლას ხელმძღვანელებთან შეათანხმებდა, თუმცა ჯგუშია მათი ნებართვის გარეშე შევიდა.

"ნარცისი არის თავისუფლების და ბედნიერების სიმბოლო და არა გაყალბების - "ოცნებამ" უკვე დაიწყო გაყალბება. ეს შენობა რატომაა "ქართული ოცნების" ან რომელიმე პარტიის, მაქვს სურვილი, რომ აქედან მივმართო მოსახლეობას", - აღნიშნა მან.
სამეგრელოს ხმის ლიდერის თქმით, მერის არჩევნების, რომლის თარიღიც ჯერ არ არის დასახელებული, გაყალბება დაიწყო. მისი ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც მისივე მტკიცებით "ქართული ოცნება" მთავარ ოფისში ყველა მოსამსახურეს 7 კაციანი სია მიტანას სთხოვს. მისივე მტკიცებით, გაყალბებას სათავეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უდგას, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას დავალებას ასრულებს.

"ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ გამომიგზავნა შეტყობინება, მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებ ვინაობას. შეტყობინებაში წერია, რომ ქართული ოცნება მათ ავალებს შვიდკაციანი სიის მიტანას, პირადობების მოწმობითა და ტელეფონის ნომრებით. ეს შვიდი კაცი უნდა იყოს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდამჭერი. გაყალბების სცენის ავტორის სამწუხაროდ ბატონი მოწერელიაა", - ამბობს ჯგუშია.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ "ქართული ოცნება" ზუგდიდში მერობის კანდიდატს დაასახელებს, ის კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

"მერობა არ იყო ჩემი სურვილი. მე ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა თუ ქართული ოცნება იკადრებს კანდიდატის დასახელებას, იმის შემდეგ, რაც ზუგდიდის მერი კორუფციული გარიგებისთვის დააკავეს. მე ვიყრი კენჭს,რომ მოსახლეობა არ დარჩეს მარტო, ამ შვიდწლიან რეჟიმთან", - აღნიშნა ჯგუშიამ.

ზუგდიდი მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
06 / აპრილი 2025
გამოცემა ინდიგომ თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
04 / აპრილი 2025
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
04 / აპრილი 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.