საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, სასჯელს დრანდის ციხეში იხდის.
მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებულის, ფახულანის მკვიდრის მამუკა კუკავას ახლობლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თებერვალში მიიღეს.
"თვითონ მამუკა შემეხმიანა და მითხრა, ორი წელი მომისაჯესო. როგორც ვიცი, მეორე დაკავებული, გულორდავაც მასთანაა", - უთხრა რადიო
"ათინათს" დათა კუკავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
გალის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" გადაკვეთისთვის საქართველოს ორი მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული გოჩა გულორდავა 2019 წლის დასაწყისში
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები