ოჯახი ბორდოში დაღუპული ზუგდიდელის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაღუპულის ახლობლებმა უთხრეს. მათი თქმით, პროცესი გაჭიანურებულია.
„როგორც ვიცით, ექსპერტიზები დასრულებულია. ახლა რაღაც საბუთებს ითხოვენ, ჩართულია მაჟორიტარი და გვპირდებიან, მომავალ კვირაში იქნება შესაძლებელი გადმოსვენებაო. მეტი არაფერი ვიცით“, - გვითხრა გაბედავას ახლობელმა.
თენგიზ გაბედავა ბორდოში ავტოავარიაში 2019 წლის 10 თებერვალს დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები