ახალი ამბები
შს მინისტრი ია კერზაიას საქმეზე: ეჭვის საფუძველი არსებობს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე ეჭვის საფუძველი არსებობს და მისი სწრაფად გამოძიება ყველას ინტერესშია. ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ, თუკი ამ, მისივე თქმით, ტრაგიკულ შემთხვევაში ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თანამდებობის მიუხედავად. გარდა ამისა, მინისტრი თვლის, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობა მით უფრო მეტი იქნება, რაც ნაკლები კითხვა დარჩება პასუხგაუცემელი, მათ შორის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

„მე, როგორც მოქალაქეს, მქონდა ინტერესი ამ საქმის მიმართ. როგორც ვიცი, მთავარ პროკურორს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქვს აყვანილი ეს საკითხი და ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი დადგება. არსებობს ეჭვის საფუძველი და განათლების მინისტრმა პარლამენტში რამდენჯერმე გასცა კითხვებს პასუხი, თუმცა მის ნაცვლად მე ხომ არ დავხურავ ამ თემას. საქმე აღიძრა და კითხვებს დინამიურად და სწრაფად გაეცემა პასუხი. ვიცი, რომ შვილია დაკითხული და სრულადაა ამ პროცესებში ჩართული. აბსოლუტურად ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ეს საქმე, ყველას ინტერესშია, სწრაფად იყოს გამოძიებული და სწრაფად არის დასახური. როგორც რიგითი მოქალაქე, ამ სულისკვეთებაში თქვენთან ვარ“, - უთხრა მან გადაცემის წამყვანებს.

გარდა ამისა, მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამეგრელოში მის ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არჩევნები რეგიონში მისი „კონტროლის ქვეშ“ არ ჩატარებულა.

„იქ იყო ადგილობრივი ხალხი, ვინც ჩაატარა არჩევნები, მე პროცესში ჩართული ვიყავი, ვეხმარებოდი, თუმცა ისე არ იყო, რომ მე ვაკონტროლებდი სიტუაციას. ეს ჩემი მხარეა და იქ ისე გავაგრძელებ სიარულს, როგორც დავდიოდი“, - აღნიშნა გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

მის პოზიციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა კერზაიას შვილი. ბაჩანა შენგელია არ ეთანხმება გახარიას, რომ საქმის გამოძიება სწრაფად მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქმის, როგორც შენგელია თვლის, ერთ-ერთი „მთავარი მოქმედი პირი“ - განათლების მინისტრი დაკითხული არ არის.

„გამოძიება განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს გენერალურ პროკურორსო. ეს სიახლე იყო ჩემთვის, თუ ეს ნამდვილად ასეა. გამოძიება დინამიურად მიმდინარეობსო. არ მიმდინარეობს დინამიურად, მეოთხე თვე გადის ორ კვირაში იას გარდაცვალებიდან და მხოლოდ გამოძიების დასაწყებად ორთვიანი ბრძოლა დაგვჭირდა... ამ ტიპის საქმეების გამოძიებაზე არისო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა დაფუძნებული. ამ ნაწილში სრულად ვეთანხმები და დავამატებ, რომ ამ საქმეზე ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება ხელისუფლების არც ერთი შტოს მხრიდან და ნდობაც ნელ-ნელა გვიქრება ჩვენ, იას ოჯახის წევრებს და საზოგადოების დიდ ნაწილსაც“, - წერს შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:

საია: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ინსპექტირების მიზანი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლა იყო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.