ახალი ამბები
ISFED: ზუგდიდის #6 სკოლის ინსპექტირება კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, რომელშიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე  ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ არის საუბარი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამის საფუძველს მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს.

ანგარიშში ISFED ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებსა და პროცესუალურ დარღვევებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.

„ია კერზაიას მიერ ინსპექტირების დაწყებამდე შესაბამის უწყებებთან გაგზავნილი წერილების და ინსპექტირების შემდეგ სამინისტროში წარდგენილი ახსნა-განმარტების ბარათის შესწავლა ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან: სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას; ქონების განკარგვის საკითხში იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებული იყო; ლიცენზიის მოქმედების ვადაგასულ აუდიტორულ ფირმასთან თანამშრომლობის საკითხი კი არ წარმოადგენდა უნიკალურ პრობლემას მხოლოდ ზუგდიდის #6 სკოლისთვის“, - აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ რეკომენდაციები მიმართული იყო არა მიზეზების მოგვარებისკენ, არამედ, ორიენტირებული იყო მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე.

„#6 სკოლაში სამინისტროს მიერ ჩატარებული საეჭვო ინსპექტირების გარდა #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზე, სავარაუდოდ, ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება, სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში აღმოჩენილი ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების პროცესი ნათლად მიუთითებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ISFED მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე; დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს, რომ შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრომ ლავრენტი ქირიას სახელზე ოფიციალური წერილი გააგზავნა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.