„სვანეთის ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 მარტის საჯარო სხდომაზე სს „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის
წარმოების ლიცენზია გასცა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
კომისიის მიერ სს „სვანეთი ჰიდროს “ სახელზე გაცემული ლიცენზია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2“-ით ელექტროენერგიის წარმოებას. ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.
იგი შედგება 3 აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები