27 მარტს ფოთში ჩატარდა კვლევების - „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ“
და „ბიზნეს კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ“ პრეზენტაცია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია ასოციაცია
„ათინათის“ წარმომადგენლებმა გამართეს.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას ქ. ფოთში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.
კვლევა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 2017 - 2018 წწ პერიოდში CRRC საქართველომ ჩაატარა.
პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
მასალის გამოყენების პირობები