ფოთის მერის მოადგილე თანამდებობას მომავალი ორშაბათიდან, პირველი აპრილიდან ტოვებს.
შესაბამისი განცხადება ფარეშიშვილმა უკვე დაწერა და მერის ბრძანება ძალაში სწორედ პირველს აპრილს შევა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამავე ცნობით, ფარეშიშვილმა პოსტი პირადი მოტივით დატოვა, რადგან სამუშაოდ საერთაშორისო ორგანიზაციაში გადადის.
ფოთის მერის მოადგილის თანამდებობას ფარეშიშვილი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა. გოჩა კურდღელიას მის გარდა კიდევ ორი მოადგილე ჰყავს.
ფოტო: გიორგი ფარეშიშვილის ფეისბუქ გვერდი
მასალის გამოყენების პირობები