ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები, გარდა ზუგდიდისა, მარნეულში, ზესტაფონში, ხულოსა და ჭიათურაში. საკრებულოების შუალედური არჩევნები კი საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში ჩატარდება.
„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს. საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საერთო ჯამში, ხუთივე მუნიციპალიტეტში არჩევნები 362 საარჩევნო საარჩევნო უბანზე გაიმართება," - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. შემდეგ კი მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატებს დაარეგისტრირებენ.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ სამი კანდიდატი, ვინც მერობისთვის იბრძოლებს. "ქართულმა ოცნებამ" ამ პოსტზე
გიორგი შენგელია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი
სანდრა რულოვსი წარადგინა. ზუგდიდის მერობა სურს დამოუკიდებელ კანდიდატს თენგიზ ჯგუშიასაც.
ზუგდიდელები მერს არა 4 წლის ვადით, არამედ, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2021 წლამდე ირჩევენ.
ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 12 სექტემბერს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები