პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარდგენა 7 აპრილს იგეგმება. მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება
მედიას ეცნობება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას რულოვსის კანდიდატურის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით, პარტიაში არ ადასტურებენ.
„კანდიდატის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა. სანდრა რულოვსი წარადგინა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მას შემდეგ იყო რაღაც პროცედურები გასავლელი, თუმცა შეცვლის საკითხი არ განხილულა და ეს გადაწყვეტილი იყო“, - ამბობს ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე.
„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვიცე მერი გიორგი შენგელია წარადგინა.
ზუგდიდის მეორის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება
ზუგდიდის მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს
მასალის გამოყენების პირობები