მესტიაში, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები