წალენჯიხაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი ოფისი აშენდება
წალენჯიხაში, გამსახურდიას ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფისი აშენდება.
შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა და მისი შესყიდვის ღირებულება 285 ათასამდე ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 6 თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში წინადადებები 19-დან 24 აპრილის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები