ზუგდიდის მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ ქობალია თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ქობალიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ქობალიას გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა 30 დღის ვადაში მოუწევს.
"გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და გაათავისუფლა. გირაოს უზრუნველყოფა შეიძლება უძრავი ქონების ჩადებით მოხდეს", - თქვა ჯანაშიამ.
მასთან ერთად 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა მოქალაქე ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წარდგენილი. ორივე მათგანმა ბრალი აღიარა.
თენგიზ ქობალია 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის ინფორმაციით, მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.
ამავე თემაზე:
თენგიზ ქობალიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები