რუხში ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს (ვიდეო, ფოტო)
14:53 / 01.04.2019
რუხის საზოგადოებრივ ცენტრში კონკურსის "დებატები გენდერის თემაზე" ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, "ინგლისური ენა თემისთვის" ფარგლებში მოეწყო.
ფინალში ერთმანეთს ორი გუნდი შეეჯიბრა. გამარჯვებული გუნდის თითოეული მოსწავლე, ასევე მათი მენტორი მასწავლებელი, ლეპტოპით დაჯილდოვდა. ნახევარფინალისტებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
პროექტის "ინგლისური ენა თემისთვის" პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ტყვიავისა და რუხის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში, პედაგოგების ,,ცვლილებების გამტარებლებად"" გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ-ტრენერების მომზადება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქმედი ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი რესურსით და ტექნიკით. ასევე, აქ ტარდება კლუბური მეცადინეობები, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. კლუბებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები