ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგად აბონენტების დიდ ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა.
ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. უწყების განმარტებით, კომპანია ფოთში წყლის დაზიანებული მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რათა უმოკლეს დროში მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს.
კომპანიის სამეგრელოს რეგიონული ფილიალის საავარიო ჯგუფისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება, კომპანიის ცნობით, 21:00 საათიდან აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები