აბაშელმა ნიჩბოსნებმა საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
აბაშის აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდის წევრები, 27-29 მარტს, აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ქალაქ მინგიჩაურში, აბაშელი სპორტსმენები, პრეზიდენტის თასზე ნიჩბოსნობაში გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ.
გიორგი გაბელაიამ ერთადგილიანი და ორადგილიანი ნავით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ორი ოქროს მედალიც მოიპოვა. ასევე წარმატებით იასპარეზეს ოთარ სართანიამ და ნიკა დარჯანიამ, ისინი ორადგილიანი ნავით მეორე ადგილზე, ხოლო ოთხადგილიანი ნავით მესამე ადგილზე გავიდნენ, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნიჩბოსანმა არკადი გაგუამ ორადგილიანი და ოთხადგილიანი ნავით შეჯიბრებაში მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
აკადემიურ ნიჩბოსანთა გუნდი წელიწადზე მეტია ვარჯიშობს და ამ ხნის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. ისინი იყვნენ საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორებიც.
მასალის გამოყენების პირობები