მარტვილის მამათა მონასტრის კელიას ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა რადიო
"ათინათს" უთხრა ცეცხლი, სავარაუდოდ, სანთლიდან ხის
კედელს გადაედო.
საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. დამწვარია 200კვ.მ- მდე ფართი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
ფოტოები:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მასალის გამოყენების პირობები