ხობში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები