სოხუმი: ნარკოდილერებს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლით გასამართლებულები შეწყალებას არ დაექვემდებარებიან, წერს "აფსნიპრესი“. ამავე ცნობით, კანონპროექტი პირველი მოსმენით 2018 წელს მიიღეს.
„პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა“ დმიტრი შამბამ მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონპროექტის რიგ დებულებებს, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის რეალიზება პრაქტიკაში რთული იქნება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, „რესპუბლიკაში 2007 წლიდან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რომელიც დღემდე ძალაშია“.
„კანონში“ ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.
მასალის გამოყენების პირობები