ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ჰიუნდაი სონატას სედანის ტიპის ავტომანქანა ერთი წლის ვადით გუბერნიას გადაეცა.
გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გუბერნიამ მანქანის თხოვების სურვილი თავად გამოთქვა.
,,სამხარეო ადმინისტრაციას გადაეცა ჰიუნდაი სონატას სედანის ტიპის მანქანა, რომელიც იყო თავისუფალი სატრანსპორტო რესურსი , მათი მოთხოვნის და სამსახუროებრივი უფლებამოსილების საფუძველზე განხორციელებისთვის გადავეცით თხოვების ფორმით ერთი წლის ვადით’’ - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ავტომობილი ამ ეტაპზე არავის სარგებლობაში არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები