მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ
ცნეს და მას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლემ შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მესტიაში, საკუთარ ეზოში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაკავებულა და ის ძებნილად ითვლება.
ამავე თემაზე:
ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა
მასალის გამოყენების პირობები