მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მისი პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“
თავად მერმა დაუდასტურა, თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზებზე გრიგალავა არ საუბრობს. ბრძანებას ხელი მერმა გუშინ, 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები - ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა.
„ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. არ დაიკარგება, მონდომებული და ნიჭიერი ბიჭია დავით სურმავა და არ დარჩება სამსახურის გარეშე. ერთი დღეც არ დარჩენილა პოსტი ვაკანტური, დავნიშნე ხურცილავა - ბიზნესმენი, ქველმოქმედი კაცი და ხუნწელია, რომელიც მარტვილის რესურსცენტრში მუშაობდა“, - გვითხრა მარტვილის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები