მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ამბობს, რომ მისი ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევი ძალაა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების
კითხვას სანდრა რულოვსთან დაკავშირებით. შენგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აქცენტს საკუთარ ძლიერ მხარეებზე გააკეთებს.
„ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევია და ჩვენ ყველა კონკურენტს ვუყურებთ ასე, მაგრამ ვაკეთებთ აქცენტს ჩვენ ძლიერ მხარეებზე და ამით ვაპირებთ ჩვენი ხალხის წინაშე წარდგომას“, - განაცხადა შენგელიამ.
კონკურენტებზე კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, ზუგდიდი „საცდელ მოედნად“ არ გადააქციონ.
„სხვა კანდიდატებზე ისაუბრონ მათმა მხარდამჭერებმა, მაგრამ მე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ცალკე დამოუკიდებელ სუბიექტებსაც ვურჩევ, რომ ზუგდიდს ნუ გადააქცევენ საცდელ მოედნად. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ზუგდიდის მერის არჩევნებზე, ისეთი მერის, რომელიც იქნება ზუგდიდისთვის მოწადინებული და არა ის, რომ აქ ჩატარდეს პოლიტიკური ექსპერიმენტები“, - თქვა
ჩიქოვანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად
წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები