ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის
მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დაესწრო. რულოვსი ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში.
„მინდა ყველას მივულოცო, ეს არის გახარების დღე. მინდა ვუსურვო ყველას, რომ ჰქონდეთ ბედნიერება და სიხარული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და მრავალს დაესწარით“, - თქვა წირვის დასრულების შემდეგ სანდრა რულოვსმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები