საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს
ხელმძღვანელად მერაბ წურწუმია დაინიშნა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" უწყებაში დაუდასტურეს. ამავე ცნობით, პოლიციის პოლკოვნიკი პროფესიით სამართალმცოდნეა და სისტემაში 1990 წლიდან მუშაობს.
ბოლოს ის 2016 წლის მაისიდან დღემდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
ამჟამინდელ პოსტზე კი მან ნიკოლოზ გადელია შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები