სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო (ვიდეო)
11:54 / 09.04.2019
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი პარტიის ლიდერებთან ერთად მიაგო.
მისი თქმით, ეს დღე არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლო.
„დღეს ცხრა აპრილია. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს ვინც 30 წლის წინ მოკლა კრემლის სადამსჯელო მანქანამ. ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რაც მოიპოვა 2 წლის შემდეგ და ამაში ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი ითამაშა. არამარტო გლოვის დღე და ხსენების დღეა, ეს არის გამარჯვების, თავისუფლების და სიმტკიცის დღე. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. დღესაც ჩვენ აგრესიული მეზობელი გვყავს და ცუდად იქცევა საოკუპაციო ხაზთან, ხან შამგონაში, ხან ატოცში და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ყოველდღე“, - აღნიშნა რულოვსმა.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები