ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან მიცვალებულის გამოსვენებას ელოდებიან (ფოტო)
16:06 / 09.04.2019
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ნათესავის, 69 წლის მამაკაცის გამოსვენებას ახლობლები ორსანტიაში, მდინარე ენგურის ნაპირზე ელოდებიან. გაღმა ნაპირიდან კარგად ჩანს სახლი, საიდანაც გარდაცვლილი უნდა გამოასვენონ.
მიცვალებულის ბიძაშვილმა "ათინათს" უთხრა, რომ ცხედარს, სავარაუდოდ, ხიდთან აღარ გამოატარებენ, რადგან რუსები ამის უფლებას ოჯახს არ მისცემენ. "გლეხმა ხალხმა რა ვქნათ? არ უნდა დავიტიროთ ? სადაა ის ლტოლვილთა მინისტრი? რომ გამოდის ქალბატონი - აქ არ უნდა იყოს ? აქედან ვუყურებ ჩემი სისხლის და ხორცის დასაფლავებას", - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავმა, რომელიც ქუთაისიდან ჩამოვიდა. ადგილზე მიცვალებულის რამდენიმე ნათესავი იმყოფება. ფოტო: რადიო "ათინათი" ამავე თემაზე: კადრები გაღმა ნაპირიდან - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები