ახალი ამბები
TI-ის კვლევა: გამოკითხულების 25% -ისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს არ გამოხატავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების, დაახლოებით, მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ.

ამავე ინფორმაციით, გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ 33% მიიჩნევს, რომ მერი საქმიანობის დროს მოქალაქეთა ინტერესებს ეყრდნობა, საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 25%-ს.

საკრებულოების შემთხვევაში რესპონდენტების აზრი თანაბრად გაიყო - 27%-მა გამოავლინა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინა წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცილებით არასასურველი შედეგები ჰქონდათ - 2018 წელს, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26%, საკრებულოების შემთხვევაში კი 22% ფიქრობდა, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები მოქალაქეთა ინტერესებს გამოხატავდნენ.

„კომუნალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოწყობის, პარკების, სკვერებისა და ზოგადად, გამწვანებისა და მიუსაფარი ცხოველების მოუგვარებელი პრობლემები იწვევს. ამასთან, შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი: 2018 წელს გამოკითხულთა 41% კმაყოფილი იყო მუნიციპალური ტრანსპორტით, 2019 წელს კი იმავე კითხვაზე ანალოგიურად მხოლოდ 37%-მა უპასუხა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც კმაყოფილები არიან წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებებით მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის კმაყოფილებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების სისტემების მუშაობა იწვევს“, - აღნიშნულია TI-ის კვლევაში.

2 087 რესპოდენტის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მისი ცდომილება 2.3%-ს შეადგენს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.