ზუგდიდის მერიამ საარჩევნო უბნების გასარემონტებლად 9 ათასამდე ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გასარემონტებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 9 ათას ლარამდეა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რემონტს ზუგდიდის რამდენიმე სოფელში განთავსებული საარჩევნო უბნები, სულ 34 ობიექტი საჭიროებს. ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებზე რამდენიმე სამუშაო შესრულდება, მათ შორის დამონტაჟდება ნათურები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები, გაიყვანენ ელექტრო სადენებს და ასე შემდეგ.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები