ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოსახლეობის ნაწილი გზის საფარის აღდგენას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს აქცია გამართეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მურად ჯიშკარიანმა
რადიო „ათინათს“ უთხრა, მათი უბანი ორად არის გაყოფილი ერთ ნაწილში ასფალტის საფარი დააგეს, მეორეში არა.
„შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ჩვენი სოფელი უპატრონოდაა მიგდებული. გზის საფარი გაფუჭებულია, მოსახლეობა სოფლის სასაფლაომდე ვერ მიდის, ვერც ბავშვები მიგვყავს საბავშვო ბაღში, სულ რაღაც 500-600 მეტრზეა საუბარი. ჩვენი უბანი ორადაა გაყოფილი ერთ ნაწილს გაუკეთდა გზა და ჩვენ არა“, - ამბობს ჯიშკარიანი.
სოფელში მერის წარმომადგენლის რინალდი ადამიას ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი მოიხრეშება, რაც შეება ასფალტის საფარს ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ გააჩნიათ. ადამიას ინფორმაციით, პრობლემატური მონაკვეთი სავარაუდოდ მომავალ წელს რებილიტირდება
მასალის გამოყენების პირობები