“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, რომ სამართალდამცავებს აქვთ დავალება,
დევნონ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები.
“მთელი დღე დაგვყვებოდა ორი ადამიანი, რომლებმაც საბუთები მხოლოდ მას შემდეგ წარმოადგინეს, რაც პოლიცია გამოვიძახეთ. სამწუხაროა, რომ პოლიცია დევნის კანდიდატს, რომელიც იგებს და ოპონენტებს მაშინ, როცა უნდა დაიცვას მოქალაქეები და საოკუპაციო ხაზი”, - უთხრა პატარაიამ ჟურნალისტებს სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
მან ასევე თქვა, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდა და დაკავებული არ ყოფილა. შსს კი ამბობს, რომ პატარაიამ პოლიცია ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ანა წითლიძე და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.
ისინი დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.
ამავე თემაზე:
შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ
მასალის გამოყენების პირობები