„მზად ვართ ანაკლიის ინვესტორებთან შესახვედრად. ახლა მოლაპარაკება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორ ბანკებთან თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ინვესტორებთან შეხვედრა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის მზადაა.
„რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს, რათა მოლაპარაკება და ინვესტორების მოთხოვნის დეტალებში გარკვევა შევძლოთ და პოზიციები შევაჯეროთ. ასე, რომ ჩვენ ამ შეხვედრის სრული მზაობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ აპრილში გაიმართება“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.
ცქიტიშვილის თქმით, ინვესტორებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება, მისაღებია თუ არა მათ მიერ წამოყენებული პირობები.
ამავე თემაზე:
პრემიერ-მინისტრი: გპირდებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად შედგება
ანაკლიის პორტამდე მისასვლელ გზასა და რკინიგზას კომპანია „სმექი“ დააპროექტებს
მასალის გამოყენების პირობები