ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ახალი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა,
რომლის შესყიდვის ღირებულება თითქმის ორი მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სკოლა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. შენობა კი სხვადასხვა სივრცეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ბიბლიოთეკას, ბუფეტს, ექიმის კაბინეტს, ლაბორატორიას.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან წელიწადსა და სამ თვეში უნდა შეასრულოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში
27 სკოლის მშენებლობას აპირებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 68 მილიონი ლარია, ინფორმაცია ამის შესახებ უწყებამ გაავრცელა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორისაა ზუგდიდი,
წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი და აბაშა.
მასალის გამოყენების პირობები