დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედა ენის მონუმენტი გაიხსნა.
მონუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და სკოლის დირექტორმა, საკრებულოს წევრმა გოგი თოდუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
დილით კი ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კი მშობლიურ ენასთან დაკავშირებით შექმნილი ლექსები წაიკითხეს.
მოგვიანებით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ბულვარში
სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები