ზუგდიდში, ყინულის სახლში ყინული დროებით პროფილაქტიკური მიზნით გაადნეს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მერიის ააიპ "სპორტის განვითარების
ცენტრის" დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა უთხრა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სპეციალური დანადგარი დროებით გამორთულია, რადგან მასში სითხე გლიკოლი უნდა შეუშვან. ჩიქოვანი ამბობს, რომ სწორედ პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ განაახლებს ფუნქციონირებას ყინულის სახლი.
ზუგდიდის სკეიტ პარკში ყინულის სასახლე 22 იანვარს საზეიმოდ
გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები