ზუგდიდში ნალექი და არამდგრადი ამინდი, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ამინდის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ტემპერატურა ხვალ მკვეთრად დაეცემა, მომდევნო დღეების განმავლობაში კი არამდგრადი ამინდი იქნება.
„ხვალ ტემპერატურა 9-10 გრადუსამდე დაიკლებს და აცივდება. 19 აპრილს გამოიდარებს, თუმცა, მხოლოდ ერთი დღით, 24 აპრილამდე კი არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. მესტიაში წვიმით დაიწყება და თოვლში გადავა“, - გვითხრეს სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები