ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული,
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სულ ამოღებულია 46,520 ღერი სიგარეტი. მონიტორინგი 5-დან 12 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები