ზუგდიდის მერია ფოტოაპარატის შესაძენად თითქმის 6 ათას ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებისთვის ერთი ფოტოაპარატის შესაძენად 5 700 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი 16 აპრილს გამოცხადდა
და მასში წინადადებები 22-დან 24 აპრილის ჩათვლით მიიღება.
როგორც რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის მათ 2 ფოტოაპარატი აქვთ, თუმცა სხვადასხვა აქტივობის გადასაღებად ეს საკმარისი არ არის.
„არცერთი მათგანი არ არის ახალი ნაყიდი, ორივე განახლებულია და ხარისხიანად ვერ იღებს. ზუგდიდი საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და ხშირად სხვადასხვა ღონისძიების გადასაღებად საკმარისი არ არის“, - გვითხრეს მერიაში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფოტოაპარატი არანაკლებ 26 მეგაპიქსელიანი უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები