გაერთიანებული ოპოზიცია: ამომრჩევლები იმ სკოლის მისამართზე არიან რეგისტრირებულები, სადაც ახლა ეკლესიაა (ვიდეო)
13:01 / 17.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ტაძრის მისამართზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სკოლა იყო, ამომრჩევლები არიან
რეგისტრირებულები. ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უთხრა. მისი ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე საარჩევნო უბანზე დამატებით 50 ადამიანი მისამართზე ყალბადაა რეგისტრირებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი ხერხებით ცდილობს „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას.
„აქ, მეთორმეტე საშუალო სკოლაში მიწერილები იყვნენ დევნილები და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აღარ არსებობს, ისევ აქ არიან რეგისტრირებულები. ასევე, სულ მეშვიდე უბანზე 893 ადამიანია რეგისტრირებული, 50 კი ყალბადაა მიწერილი, ვინც, როგორც ვფიქრობთ ის ადამიანები არიან, რომელთაც „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელებისთვის იყენებს. ეს ადამიანები აქ არავის უნახავს, თუმცა, არჩევნების დღეს ორგანიზებულად მოჰყავს მმართველ პარტიას. ასევე, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც რეალურად სამი ადამიანია ამომრჩეველი, კიდევ 11 ადამიანია მიწერილი“, - აღნიშნა ქარდავამ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
თავის მხრივ, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად, ხარვეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა აქვთ. მისივე თქმით, სიები საარჩევნო სუბიექტებისთვისაც გადაცემულია და ამ მიმართულებით მუშაობა პარტიებსაც შეუძლიათ.
„ოთხი წელია, ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა, ეს სიები პარტიებს აქვს გადაცემული, იმუშაონ, ხარვეზები დაადგინონ და მოგვაწოდონ. აქ ვინ სად არის მიწერილი, ჩემი კომპეტენცია არაა. საოლქოს აქვს ცვლილებებზე მუშაობის ერთთვიანი ვადა და 5 მაისამდე თუ სადმე ხარვეზი დაფიქსირდა, ვიღებთ ინფორმაციას და ოლქი შესაბამისად რეაგირებს“, - თქვა მირანდა მესხმა.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები