ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ" ფარგლებში მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ტონი მემელმა ზუგდიდში კონცერტი გამართა. ბენდთან ერთად მან როგორც საკუთარი,
ისე სიმღერების ქავერ ვერსიებიც შეასრულა.
ტონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორია. აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით. დაბადებიდან აქვს მხოლოდ მარცხენა ზედა კიდური, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, დიდი ძალისხმევის, შრომის და მონდომების წყალობით აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა.
ახლა ტონი საკუთარ გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებს, ასწავლის აუდიტორიას წინააღმდეგობების გადალახვას, რაშიც მუსიკა ეხმარება. ასევე დადის სკოლებში, ატარებს მასტერკლასებსა და საგუნდო სიმღერის თერაპიას.
ბენდი უკვე ესტუმრა ბრაზილიას, პარაგვაის, ურუგვაის, მაილაზიასა და ინდონეზიას. საქართველოში ჩამოსვლამდე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში და დაგეგმილი აქვთ კონცერტები იორდანიაში.
კონცერტის გამართვამდე რადენიმე საათით ადრე ტონი და მისი ბენდი რადიო
"ათინათს" ესტუმრნენ და რამდენიმე სიმღერაც
შეასრულეს.
მასალის გამოყენების პირობები