ზაალ უდუმაშვილი: შს მინისტრი დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით (ვიდეო)
16:22 / 19.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება გრძნობს მოახლოებულ პოლიტიკურ დასასრულს და იმის ნაცვლად,
რომ მოსახლეობას გამოსავალი შესთავაზოს, ცდილობს დესტაბილიზაციას და არეულობის შემოტანას. უდუმაშვილის მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია დაკავებულია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით.
"ბოლო კვირების განმავლობაში მათი შტაბის უფროსები და წევრები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები აქტიურად ცდილობენ ხელის შეუშალონ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფელ ნარაზენში, ჭითაწყარსა და ურთაში. უფრო მეტიც პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია ხელმძღვანელობს ახორციელებენ სანდრა რულოვსისა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ. სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა დაჭრა ასევე ოცნების აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრის გიორგი გახარია, რომლის მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა. ეს მაშინ, როდესაც კრიმინალი 60% არის გაზრდილი. იმის მაგივრად, რომ მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით. მმართველი პარტია, მოქალაქეებისთვის გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად ცდილობს არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს, თუმცა მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება საქართველოში სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები