ირაკლი ჩიქოვანი: მომავალში ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა (ვიდეო)
17:06 / 19.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებას ზუგდიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა. ჩიქოვანის თქმით,
იქნება მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიძაბოს საარჩევნო გარემო.
„ზაალ უდუმაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა სტუმრებს აქვთ ძალიან ზედაპირული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ზუგდიდში. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის იყვნენ მიჩვეული, რომ აქ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ პატივისცემით და სიყვარულით. რა თქმა უნდა პატივს სცემენ კანონს და ეს ასეც გაგრძელდება. იქნება ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება იყოს შეყვანილი შეცდომაში და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის მოწადინებულები არა ვართ. ჩვენი მიზანია ზუგდიდელებს ის შესაძლებლობები შევთავაზოთ, რომელიც დღეს მათ აქვთ. ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ასევე რამდენიმე წლით კვლავ დახევს ზუგდიდს უკან“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მან ასევე ისაუბრა გრიგოლიშში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. რაც შეეხება უდუმაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზუგდიდს წინასაარჩევნოდ შს მინისტრი გიორგი გახარია აკონტროლებს, ამბობს, რომ აქაურობის ვინმეს მხრიდან მმართველობა არ ხდება და ყველა ადმიანს ვინც მოწადინებულია ამ ქალაქის განვითარებაში, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები