22 წლის მირიანე მარკელიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოჯახი და სოფელ კახათის
მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. ისინი სასამართლოდან პროკურატურისკენ ფეხით მიემართებიან.
ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
18 აპრილს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან დაკავებულის მშობლებმა და თანასოფლელებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მუხლი, რომლითაც დაკავებულის ბრალი ედება არასწორია და ისინი სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანებაც მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)
ბრალდებულის, რომლის მამამ თვითდაზიანება მიიყენა, სასამართლო პროცესი გადაიდო
მასალის გამოყენების პირობები