ზაზა ბერიკაშვილი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა ამბობს, რომ პანკისელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და არ სურს, რომ ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვოს.
ის ქალაქში ბანერით გადაადგილდება, რომელსაც შემდეგი წარწერები აქვს: "სოლიდარობა პანკისელებს", "ძირს ფაროსანა ბიძინას კლანი".
„თბილისიდან ჩამოვედი ველოსიპედით. აქ წყდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩამოვედი იმიტომ, რომ არ გაიმარჯვოს ფაროსანამ. არ გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტმა“, - ამბობს ის.
ბერიკაშვილი ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ზუგდიდის გარდა სხვა ქალაქებშიც ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები