ოპოზიცია: ხელისუფლების დავალებით საჯარო მოხელეები ახლობლებს ზუგდიდში არეგისტრირებენ (ვიდეო)
11:15 / 25.04.2019
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ
საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ. ზოდელავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს. ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეო, სადაც ზოდელავას თქმით, ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ჩანან, თუმცა მასალაში ჩანს, რომ ისინი უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს, მოქალაქეები იუსტიციის სახლში ზუგდიდში ჩასაწერად მიჰყავთ.
„თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არაზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს, მას კონკრეტულად დაევალა, რომ ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტების შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ვაკხანალია“, - აღნიშნა ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს გუბერნატორ მოწერელიას, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით,ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ასევე, ზოდელავამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები