„ქართული ოცნება“: ენმ თავად არეგისტრირებს არაზუგდიდელებს არჩევნებისთვის (ვიდეო)
13:27 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავად აკეთებს იმას, რასაც მმართველ გუნდს აბრალებს. საუბარია საარჩევნოდ მოქალაქეების ზუგდიდში რეგისტრაციაზე,
რათა მათ ხმის მიცემა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ შეძლონ. შტაბის წარმომადგენელმა ლაშა გვასალიამ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას „წმინდა წყლის სიცრუე“ უწოდა. ის ამბობს, რომ ოპოზიცია თავად მიმართავს ამ ხერხს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვით დასტურდება, რომ გიორგი შენგელიას 65% უჭერს მხარს. თუმცა გვასალიას არ დაუკონკრეტებია, ვინ ჩაატარა გამოკითხვა.
„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, დამერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი მოყვა გუშინწინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რითაც დადგინდა, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს 65%. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ნაც. მოძრაობამ დაიწყო უკვე თავისებური ხრიკები. ეს ჩვეული ხერხი არის მათგან და მინდა გითხრათ, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. რაც შეეხება ჩაწერებს, ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც, დავუშვათ, ხობიდან, თავიანთ მომხრეებს უკეთებენ მობილიზებას, მაგალითად საკრებულოს წევრი ჯიშკარიანი. ადამიანს თუ უნდა ჩაწერა ზუგდიდში, უარს ხომ ვერ ვეტყვით. ჩაეწერონ, მისცენ ხმა, მაგრამ ეს ვერ უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ეს არის წმინდა წყლის აბსურდი. ერთი ადამიანი გამოიყვანონ და თქვან,რომ მას ჰქონდა ზეწოლა და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გვასალიამ.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები